TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მძღოლი

მძღოლი

aero-handling-georgia Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 1 day ago apply by Aug 17, 2026

Job description

" აერო ჰენდლინგ ჯორჯია " საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2023 წელს, აერთიანებს 200-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს. "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" გიწვევთ გუნდში მძღოლის პოზიციაზე სამუშაოდ. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა; ** მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი; ** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია. სამუშაო საათები: 24-საათიანი ცვლა ყოველ მესამე დღეს ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფუნქცია-მოვალეობები: ** მგზავრების ტრანსპორტირება ავტობუსით; ** საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის ტრანსპორტიება მიკროავტობუსით; ** კომპანიის თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა ბაქნის ტერიტორიაზე; ** ტვირთის ტრანსპორტირება; ** სპეცტექნიკის მართვა საოპერაციო მოთხოვნების შესაბამისად; ** რეისის მომსახურებაში მონაწილეობა. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** მართვის მოწმობის მოქმედი კატეგორიის B და C ფლობა; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი; ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. გისურვებთ წარმატებას!