მძღოლი
Job description
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია " ინექს გრუპი " აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. "ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე ანაზღაურება: 2000 + საქმიანობის აღწერა: ** საფოსტო გზავნილების უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; ** გამოყოფილი ავტომობილის გამართულობაზე ზრუნვა; ** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა; ** ნებისმიერი სხვა ლოჯისტიკური დავალებების შესრულება; აუცილებელი მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა B-სასურველია C კატეგორიაც; ** სატვირთო მანქანის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; უნარები: ** კოლეგიალურობა; ** პუნქტუალურობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "მძღოლი". კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!