მძღოლი
Job description
შპს „ მაქსთერმი „ რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, ასევე სააბაზანოს პრემიუმ ავეჯის ხაზისა და კერამიკის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 149 ძირითადი მოვალეობები : პროდუქციის მიწოდება მაღაზიებისთვის სატვირთო მანქანის (სპრინტერი) საშუალებით; მომხმარებლისთვის შესყიდული პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; გამოწერილი ზედნადების შესაბამისად ტრანსპორტირების განხორციელება; ავტომობილის ტექნიკურ და ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მძღოლის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; B კატეგორიის მართვის მოწმობა. კომპანია გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევა; დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off); ხელფასი + ბონუსი; სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (1 მოკლე დღე) დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მძღოლი