TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მძღოლი-ასისტენტი

მძღოლი-ასისტენტი

საქართველოს ამბები თბილისი ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 18, 2026

Job description

საქართველოს ამბები თბილისის ოფისში აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ასისტენტის პოზიციაზე. ანაზღაურება 2500-დან 3000-მდე ლარია. ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება. სამუშაო გრაფიკი: მედიის სპეციფიკიდან გამომდინარე არასტანდარტული რეჟიმით მუშაობის შესაძლებლობით. ძირითადი მოვალეობები: პროექტის ხელმძღვანელთან და კოორდინატორთან მუდმივი, ინტენსიური კომუნიკაცია და მათთან კოორდინაციით სხვადასხვა აქტივობისა თუ კამპანიის დაგეგმვა-შესრულებაში აქტიური მონაწილეობა (როგორც საველე, ისე საოფისე პირობებში) - ეს პროცესი მოიცავს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლისა და მათი გადაჭრის ხელშეწყობას; საქართველოს ამბები / მთის ამბების გუნდის აქტიური დახმარება საველე და საოფისე პირობებში - ეს მოიცავს აპარატურის მომზადებას, ტრანსპორტირებას, აწყობას, საველე სტუდიის გამართვაში მონაწილეობას; საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორისა და გუნდის სხვა წევრების მარტივი ტექნიკური დავალებების შესრულებას და პროფესიული უნარების მუდმივ განვითარებას. საველე გასვლების წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება - ლოკაციების დაზვერვა, ამინდის პროგნოზის მონიტორინგი და რისკების შეფასება, საჭირო რესურსების მობილიზება და ადგილობრივ კონტაქტებთან კომუნიკაცია; კომპანიის კუთვნილი ავტომობილით გადამღები ჯგუფების, გუნდის წევრების უსაფრთხო გადაადგილება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (მათ შორის, რთული რელიეფის მქონე მაღალმთიან დასახლებებში); კომპანიის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა; ავტომობილის/ავტომობილების ხარჯების (საწვავი, ამორტიზაცია, პარკინგი) ყოველთვიური რეპორტის მომზადება. ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ოპერატიული მოგვარება; მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი); მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი აქტიური გამოცდილება (აუცილებელია); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა: ჩვენთვის ავტომობილის მართვა ნიშნავს გუნდის უსაფრთხოებაზე ზრუნვას; პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; რთულ რელიეფზე და არასტანდარტულ გრაფიკში მუშაობის მზაობა. დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 25 ივლისის ჩათვლით გამოგზავნეთ CV და აუცილებლად მართვის მოწმობის ასლი მისამართზე: [email protected] (სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) და შეავსეთ ანკეტა: https://mtisambebi.ge/about-main/join გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე. „საქართველოს ამბები“ ( https://sakartvelosambebi.ge ) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბების“ ნაწილია „მთის ამბები“ ( https://mtisambebi.ge/ ) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.