TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მძღოლი

მძღოლი

thermo-center Georgia ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 31, 2026

Job description

კომპანია " თერმო ცენტრი " 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შ. გოგიძის ქუჩა 6 ანაზღაურება: 6 თვიან საგამოცდო პერიოდში 1700 ლარი (ხელზე ასაღები), მე-7 თვიდან 1900 ლარი (ხელზე ასაღები) გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, არაუმეტეს 40 სთ. დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმების პირველივე თვიდან ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება თერმო ცენტრის ფილიალებში, პარტნიორ კომპანიებთან და კლიენტებთან; ** ავტომობილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მართვის მოწმობის B და C კატეგორია. ** მუშაობის გამოცდილება დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი" აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.