TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მძღოლი საკუთარი ავტომობილით

მძღოლი საკუთარი ავტომობილით

york-towers Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 27, 2026

Job description

" York Towers " წარმოადგენს York Holding Group-ის ნაწილს — საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ ჰოლდინგს, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის ლუქს კლასის უძრავი ქონების პროექტებით. ჩვენ ვქმნით უნიკალურ, მრავალკულტურულ და ღირებულებაზე დაფუძნებულ საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს. პოზიციის დასახელება: მძღოლი საკუთარი ავტომობილით ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო ტიპი: სრულ განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00სთ ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და გამოცდილ მძღოლს, რომელსაც ჰყავს საკუთარი ავტომობილი (SUV კატეგორიის ჯიპი ან მინი ვენი 6-7 ადგილიანი). ავტომობილი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, კომფორტული და მზად სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოსაყენებლად. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის თანამშრომლების და სტუმრების ტრანსპორტირება ** ოფისისთვის შეძენილი ნივთების ან ამანათების აღება და მიწოდება საჭიროების შემთხვევაში ** დოკუმენტაციის დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე ** მარშრუტებისა და დროის განრიგის დაცვა; ** ავტომობილის რეგულარული დასუფთავება და ტექნიკური მოვლა, მისი სისუფთავისა და გამართულობის შესანარჩუნებლად მოთხოვნები: ** მინიმუმ 3 წლიანი მართვის გამოცდილება ** B კატეგორიის მართვის მოწმობა ** ორიენტაციის უნარი თბილისის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა თქვენი ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს: ** SUV კატეგორიის ჯიპი ან მინი ვენი (მინ. 6 ადგილიანი) ** მინ. 2016 წლიანი ** აუცილებელია ავტომობილი იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში დამატებითი ინფორმაცია: ** საწვავის ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, ავტომობილის მოდელის მიხედვით ** ანაზღაურდება ავტომობილის ცვეთა (ზეთი, ფილტრი, ხუნდები, საბურავები) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ავტომობილის შესახებ ინფორმაცია (მოდელი, წელი, მდგომარეობა) მეილზე [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 121 977. CV-ის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კანდიდატურის შეფასებისა და შესაძლო დასაქმების მიზნით. მონაცემები დაცულად შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მონაცემების ნახვა, შესწორება, წაშლა ან თანხმობის გაუქმება.