მძღოლის დამხმარე
Job description
შპს "პისიშოპ.ჯი" , კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/ კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (კვარტალური) სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: ** პროდუქციის დატვირთვა/ჩამოტვირთვა და დასაწყობების უზრუნველყოფა; ** გზავნილების ადრესატისათვის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა; ** ტვირთის მიწოდება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** B კატეგორიის (მექანიკა) მართვის მოწმობა; ** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა; ** მინიმუმ 1 წლიანი ავტომობილის მართვის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ენერგიულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** პრეზენტაბელურობა; ** მოტივირებულობა; ** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** სწავლას და კარიერულ წინსვლას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.