TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მედიკამენტების რეგისტრატორი

მედიკამენტების რეგისტრატორი

medcore Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 12h ago apply by Aug 28, 2026

Job description

კომპანია " მედკორი " 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ჯანდაცვის სექტორს სთავაზობს ინოვაციურ და თანამედროვე პროდუქციას სამედიცინო, სტომატოლოგიური და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით. სამუშაო ადგილი: თბილისი, მიცკევიჩის ქ. დასაქმების ტიპი: ნახევარ განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (მოქნილი გრაფიკი, ნახევარ განაკვეთზე) ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის რეგისტრაციის პროცესის კოორდინაცია და მართვა; ** სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, მოწესრიგება, განახლება და შესაბამის ორგანოებში წარდგენა; ** რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა და არქივის წარმოება; ** სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაცია; ** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის ფიზიკურად წარდგენა შესაბამის სახელმწიფო უწყებებში; ** ნოტარიუსთან, სერტიფიცირებულ თარჯიმნებთან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ** უცხოელ პარტნიორებთან ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით კომუნიკაცია; ** რეგისტრაციის პროცესების, ვადებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი; ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (წერილობითი და ზეპირი); ** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა; ** სასურველია რეგისტრაციის, ადმინისტრაციულ ან დოკუმენტბრუნვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: ** რეგისტრაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო; ** კომპანია უზრუნველყოფს სამუშაო პროცესისთვის საჭირო ტრენინგსა და მხარდაჭერას; ** შესაძლებლობა, მიიღოთ გამოცდილება ფარმაცევტული რეგულაციებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით; ** მეგობრული, პროფესიული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მედიკამენტების რეგისტრატორი". გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის წარმართვისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გმადლობთ ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!