მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური ცენტრის ასისტენტი
Job description
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური ცენტრის ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა 17, (ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი)/სარაჯიშვილის ქუჩა 17 (ავჭალა, კონიაკის დასახლება). გრაფიკი/დრო: არასრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი, 9:00-15:00 ან 15:00-21:00) სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი; ძირითადი მოვალეობები: ** პრაქტიკული მეცადინეობებისათვის მოამზადოს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა/ინვენტარი (სამედიცინო სიმულატორები - მულაჟი)/სამედიცინო მასალები; ** აწარმოოს სიმულაციურ ცენტრში არსებული ინვენტარის, მასალების აღრიცხვა, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე მოამზადოს წერილობითი მიმართვა სახარჯი მასალის შეძენის მიზნით; ** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად მონაწილეობა მიიღოს გამოსაყენებლად უვარგისი ტექნიკის/მასალის/ინვენტარის ჩამოწერა/განადგურების პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ** სიმულაციურ ცენტრში პრაქტიკული მეცადინეობების მსვლელობის დროს უზრუნველყოს სიმულაციური ცენტრის აღჭურვილობის კონტროლი და უსაფრთხოების ზედამხედველობა ** სიმულაციურ ცენტრში სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოყენებული მასალის შენახვა/ლიკვიდაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო/საექთნო მიმართულებით) ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office; ** ინგლისური ენა -B1 (მეტყველება, წერა). პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობა; ** ორგანიზებულობა; ** სტრესის მართვის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** ცვლილებების მიმღებლობის უნარი; დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: [email protected] და გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 16 აგვისტო .