მექანიკოსი
Job description
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 23 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული , 26 მაისის ქუჩა; სამუშაო საათები: 10:00 – 19:00. მექანიკოსის ძირითადი მოვალეობები: ავტომობილის დათვალიერება, ტექნიკური საჭიროებების დადგენა; ინსტრუმენტებისა და დანადგარების მოხმარების წესების დაცვა; ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი დეტალის/მასალის შეცვლა; ცვლადი დეტალების ცვეთის ხარისხის განსაზღვრა და მომხარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკური ხარვეზის მიზეზის დადგენა. სტაჟიორი- მექანიკოსის ძირითადი მოვალეობები: ავტომობილის დათვალიერება, ტექნიკური საჭიროებების დადგენა ხელოსნის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ; ცვლადი დეტალების ცვეთის ხარისხის განსაზღვრა და მომხარებლის მიერ მოწადებული ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკური ხარვეზის მიზეზის დადგენა ხელოსნის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ; ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებული ცვლადი დეტალის/მასალის შეცვლა; ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი დეტალის/მასალის შეცვლა ხელოსნის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ; ინსტრუმენტებისა და დანადგარების მოხმარების წესების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება; საავტომობილო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; აუცილებელი უნარები: ინფორმაციის გადმოცემის უნარი; პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.