TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მეხორცე / ყასაბი

მეხორცე / ყასაბი

თურსა ბათუმი ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

სუპერმარკეტი თურსა აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: მეხორცე (ყასაბი) ; მისამართი: ქ. ბათუმი , აღმაშენებლის 13ბ ძირითადი მოვალეობები: შესაბამისი ხორცის პირველადი დამუშავება; ხორცპროდუქტების დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება; დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით; ხორცპროდუქტების იერსახის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი; სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა, ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება აუცილებელია; ხორცპროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა; ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი; შრომისმოყვარეობა; სისწრაფე,ენერგიულობა; სამუშაო გრაფიკი და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას შეთანხმებით. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე [email protected] და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მეხორცე". კომპანიის შესახებ: შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.