TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / MEP პროექტების მენეჯერი

MEP პროექტების მენეჯერი

anax Georgia ქართული
Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 29, 2026

Job description

"ANAX" არის საინჟინრო კომპანია, რომელიც ახორციელებს MEP სისტემების (HVAC, ელექტრო, წყალმომარაგება-კანალიზაცია, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები) პროექტირებას, მიწოდებასა და მონტაჟს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ გამოცდილ MEP პროექტების მენეჯერს . ძირითადი მოვალეობები: ** MEP პროექტების სრული ციკლის მართვა. ** სამუშაო გეგმის, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი. ** სამშენებლო მოედანზე სამუშაოების კოორდინაცია. ** საინჟინრო გუნდების, ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების მართვა. ** დამკვეთებთან, ზედამხედველებთან და პროექტირების გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია. ** შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი პროექტთან, მოქმედ ნორმებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან. ** პროექტის რისკების შეფასება და დროული რეაგირება. ** შესრულებული სამუშაოების ანგარიშგებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით. ** MEP ან სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება. ** HVAC, ელექტრო, წყალმომარაგება-კანალიზაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კარგი ცოდნა. ** NFPA, EN, ISO და ადგილობრივი სამშენებლო ნორმების ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. ** AutoCAD-ის ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად). ** MS Office-ის კარგი ცოდნა. ** ინგლისური ენის ცოდნა. ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. პიროვნული უნარები: ** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი. ** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. ** შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას. ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ** საინტერესო და მასშტაბურ საინჟინრო პროექტებზე მუშაობას. ** პროფესიონალურ გუნდსა და თანამედროვე სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected]