მერჩენდაიზერი
Job description
შპს " გუდ კომპანი ", ჰიგიენის და თავის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, ნაძალადევის რაიონი ("კინო საქართველო"). სრული განაკვეთი: კვირში 6 დღე - 7 საათიანი გრაფიკი. განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით. კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს: ** ანაზღაურება: 800-1200 ლარი (მზარდი პერსპექტივით). ** სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა ** გუნდური მუშაობისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი მოვალეობები: ** მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი. ** აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა. ** მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს. ** სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით უზრუნველყოფა. ** ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმღვანელთან. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.