TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მერჩენდაიზერი/ბრენდ ამბასადორი

მერჩენდაიზერი/ბრენდ ამბასადორი

ga-group Georgia ქართული
Posted Aug 01, 2026 2 days ago apply by Sep 01, 2026

Job description

"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს. G&A Group მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს. თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს. ფუნქცია- მოვალეობა ** ყოველთვიური გეგმების შესრულების უზრუნველყოფა Min-95%; ** FIFO-ს მუდმივი დაცვა და მონიტორინგი; ** სავაჭრო ობიექტზე OUT/OVER STOCK-ზე დროული რეაგირება და ხელმძღვანელთან ერთად შესაბამისი პროცესების დაგეგმვა/უზრუნველყოფა; ** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის განლაგება, პლანოგრამით და FIFO-ს დაცვით პრინციპით; ** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის ფასის კონტროლი; ** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის რეგულარულ და სააქციო ფასების მონიტორინგი და ასახვა; ** კვარტალში ერთხელ პროდუქციის მოკლე ვადიანების მონიტორინგი/აღწერა და რეპორტის მომზადება ხელმძღვანელისთვის წარსადგენად; ** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება. ** კომპანიის მხრიდან პერიოდულად დაგეგმილი ინიციატივების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია). უნარები: ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 09:00 დან 18:00-სთმდე ფიქსირებული ანაზღაურება: თვეში 1 000 ლარი + ბონუსი (ჯამში სახელფასო დიაპაზონი შეადგენს 1800-დან 2500 ლარამდე ხელზე) ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯს. სასურველია, კანდიდატი ფლობდეს საკუთარ ავტომობილს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ: მერჩენდაიზერი/ბრენდ მენეჯერი გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. "G&AGroup" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.