TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიკრო საკრედიტო ექსპერტი

მიკრო საკრედიტო ექსპერტი

საქართველოს ბანკი წალკა ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Jul 28, 2026

Job description

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე წალკაში ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება; მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია; მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა; მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა. სავალდებულო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება. სამუშაო გამოცდილება: განვიხილავთ როგორც დამწყებ, აგრეთვე, გამოცდილების მქონე კანდიდატებს ბიზნეს საბანკო დაკრედიტების მიმართულებით. ანაზღაურება:ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი. სავალდებულო ცოდნა, უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად; ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 ივლისი , 2026. ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mikro-sakredito-eksperti-calka-calka-HWwXYV?source=Hr.ge