მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსი - ახალქალაქი/ნინოწმინდა
Job description
სს„საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. პოზიცია მოიცავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის ლოკაციებს . პოზიციის მიზანია საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის ზრდა. ძირითადი მოვალეობები: პოტენციური კლიენტების მოძიება, სესხის და ბანკის დამატებითი პროდუქტების შეთავაზება; პოტენციური კლიენტისთვის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია; დოკუმენტების ფაილინგი, შესაბამის დეპარტამენტთან გაგზავნა; ჯგუფის პორტფელის ხარისხის კონტროლი; დაქვემდებარებული თანამშრომლების შედეგების და მათი პორტფელის მონიტორინგი; ჯგუფის შედეგების მომზადება/ პრეზენტაცია დეპარტამენტისთვის; მომსახურების სტანდარტებისა და ბანკში არსებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა; კორესპონდენციის მართვა. სავალდებულო მოთხოვნები: განათლება : უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები; სამუშაო გამოცდილება: მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში. Სავალდებულო Ცოდნა, Უნარები ბიუჯეტირება და ხარჯების მართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და დაბეგვრის საბაზისო პრინციპები; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია; ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი; სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი; სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება; მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, გუნდდური მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს„გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი, 2026 წელი.