მიმდინარე ვადაგადაცილებული აქტივების მართვის განყოფილების უფროსი
Job description
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას მიმდინარე ვადაგადაცილებული აქტივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე. დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი პოზიცია: მიმდინარე ვადაგადაცილებული აქტივების მართვის განყოფილების უფროსი (PD) სამუშაო ადგილი:თბილისი, სათავო ოფისი პოზიციის მიზანი: მიმდინარე ვადაგადაცილებული აქტივების მართვის განყოფილების უფროსის ძირითად მიზანს წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ გაცემული მიმდინარე ვადაგადაცილებულ სესხების მოგვარებაზე ზრუნვა, კერძოდ, სესხების დაფარვის, გადახდის მიზნით, ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად, მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში მომუშავე პრობლემური სესხების ოფიცრების (PD) მართვა -მენეჯმენტში. სამუშაოს აღწერა: პრობლემური სესხის ოფიცრების (PD) საქმიანობის კოორდინირება და მენეჯმენტი; პრობლემური სესხების აქტივების განაწილება პრობლემური სესხების ოფიცრებს (PD) და პრობლემური აქტივების ოფიცრებს (PD) შორის; ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან / გარანტორებთან ვიზიტების განხორციელება; მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების ამოღების სტრატეგიებისა და გეგმების შემუშავება/ განსაზღვრა და აღნიშნული გეგმის შესრულების კონტროლი; საქმიანობის კოორდინირება ვადაგადაცილებული აქტ. მართვის დეპარტამენტის უფროსთან და რეგიონალურ მენეჯერთან შეთანხმებით; მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების მართვის პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ახალი ინიციატივების დანერგვა; დაქვემდებარებული გუნდის მოტივაციის გაუმჯობესებისათვის აქტივობების განხორციელება; პრობლემური სესხების ოფიცრების (PD) და პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრების (PD) შედეგების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ჩატარებული სამუშაოების შედეგების წარდგენა და რეპორტინგი მენეჯმენტთან; ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ დავალების სახით დაწესებული გეგმის (ვადაგადაცილებული მსესხებლების შესასრულებელი ვალდებულებების (იძულებითი წესით ან ნებაყოფილობით) - თანხის ამოღების გეგმის შესრულება; მოახდინოს გამარტივებულით შეტანილ საქმეებზე შეტანის დღიდან დარიცხული ჯარიმების რევერსი. მენეჯერული პასუხისმგებლობები: თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა; დაქვემდებარებული თანამშრომლების სწავლების, განვითარების და ცოდნის გაუმჯობესების უზრუნველყოფა; ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგი და მხარდაჭერა; წლიური ამოცანების/ პროექტების/KPI ების განსაზღვრა, გუნდის წევრების შეფასება და ინდივიდუალური მიზნების მონიტორინგი. წლიური შესრულებული სამუშაოების /დაქვემდებარებული გუნდის წევრების შეფასება (EPR). სამუშაოს არასათანადო შესრულების ე.წ poor performance-ის მართვა; დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება; საჭირო სამუშაო რესურსების დაგეგმვა და საქმეების სწორი განაწილება. თანამშრომლების შერჩევა, განვითარება და key პოზიციებზე საქსესორების გამოვლენა; დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია კომპანიაში/ დეპარტამენტში მიმდინარე სიახლეების შესახებ; სამუშაო გრაფიკის, შვებულებების და სხვა ადმინისტრაციული საკითხების მართვა; შრომის დისციპლინის კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება; შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების, კორპორატიული ღირებულებების, ეთიკის კოდექსის დაცვაზე ზედამხედველობა და დარღვევებზე რეაგირება ბანკის დისციპლინარული HR პოლიტიკის თანახმად; გუნდის წევრებს შორის თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და გუნდურობის ხელშეწყობა; პოზიტიური და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები: უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება); აუცილებელია ვადაგადაცილებული აქტივების მართვის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე; აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობისა და ავტომობილის ფლობა; მოლაპარაკებების წარმოების, დარწმუნების და არგუმენტირების უნარი; სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათებისა და რეგიონში მივლინებების მიმართ; პასუხისმგებლობის მაღალი დონე; გუნდის მართვის უნარი; საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; ლიდერული უნარ-ჩვევები; წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი; რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 ივლისი , 2026 წელი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით. შეავსე აპლიკაცია, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად! #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია