TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმღები-რეგისტრატორი

მიმღები-რეგისტრატორი

hotel-kazbegi-intourist Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 30, 2026

Job description

სასტუმრო " Intourist Hotel Kazbegi " აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან; ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; ** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ); ** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა; ** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება. ძირითადი მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად; ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები და უნარები: ** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; ** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური; ** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი; ** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.