TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმღები-რეგისტრატორი / ნახევარი განაკვეთი

მიმღები-რეგისტრატორი / ნახევარი განაკვეთი

რესტორანი ბრიქსი თბილისი ქართული
Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Aug 25, 2026

Job description

ნახევარი განაკვეთით სასტუმრო „ბრიქსი“ , ავლაბარში , აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე დღის სმენაში. ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ , პასუხისმგებლიან კომუნიკაბელურ ადამიანს , რომელსაც აქვს სასტუმროში მუშაობის გამოცდილება და იცის სადაჯავშნო სისტემები ბუქინგი, ექსპედია, ასტრავოკი . ფუნქცია-მოვალეობები: სტუმრების ღიმილით დახვედრა და გაცილება; ელექტრონული ფოსტით მიმოწერა; სატელეფოო ზარებზე პასუხი ; სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ); სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში ინფორმაციის გადაბარება. ძირითადი მოთხოვნები: ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; სადაჯავშნო სისტემების ცოდნა: ექსპედია, ბუქინგი და აშ. საოფისე პროგრამების ცოდნა; საქმის ადვილად ათვისების უნარი; პიროვნული მახასიათებლები და უნარები: გუნდურობა ; ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა; ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ გარემოს და სამუშაო პირობებს თბილისის ცენტრალურ უბანში ავლაბარში; გრაფიკი კვირაში ორი დღე მუშაობა; საათები: დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე. ანაზღაურება სმენაში 75 ლარი ნეტი + ბონუსი ტრების გაყიდვიდან ერთჯერად კვებას; განვითარებას ტურიზმის სფეროში; თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული ადამიანი და ფლობთ კარგ კომუნიკაციის უნარებს, მაშინ ეს სამსახური თქვენთვისაა!!! გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 557 21 23 25; სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს.