მიმღების ადმინისტრატორი
Job description
"გალილეო ფიტნეს კლუბი" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ მიმღების ადმინისტრატორს , რომელიც გახდება ჩვენი გუნდის სახე და მნიშვნელოვანი ნაწილი! სამუშაო ადგილი: თბილისი, ქერჩის ქუჩა #6დ რა გევალება? ** სტუმრებისა და კლუბის წევრების მიღება, დახვედრა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება; ** სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა; ** აბონემენტებთან და სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა; ** ვიზიტორების რეგისტრაცია და მონაცემების სწორად მართვა; ** სალაროსთან მუშაობა და ყოველდღიური ანგარიშგება; ** კლუბის შიდა წესრიგის კონტროლი; ** გუნდთან კოორდინაცია მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. რას ველოდებით შენგან? ** ეფექტური კომუნიკაციის უნარები და თავაზიანი დამოკიდებულება; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ფიტნესისადმი ინტერესი და პოზიტიური ენერგია. რას გთავაზობთ ჩვენ? ** ფიქსირებული ანაზღაურება; ** მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო; ** თანამედროვე ფიტნეს სივრცეში ვარჯიშის შესაძლებლობა. თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე: [email protected]