TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმღების ადმინისტრატორი

მიმღების ადმინისტრატორი

Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Aug 16, 2026

Job description

ფიტნეს/ველნეს ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მიმღების ადმინისტრატორის თანამდებობაზე. გრაფიკი: სრული განაკვეთი (ცვლებით) ანაზღაურება: 800 ₾ + ბონუსი (% გაყიდვებიდან) ვინ გვჭირდება? ჩვენთვის ადმინისტრატორი უბრალოდ პოზიცია არ არის. ეს არის ენერგია სივრცეში. პირველი მზერა. პირველი კომუნიკაცია. პირველი განცდა. ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია: ** ადამიანებთან კომუნიკაცია, არა მხოლოდ მათი რეგისტრაცია ** მოსმენა, არა მხოლოდ პასუხის გაცემა ** მხარდაჭერა, არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება თუ გჯერა, რომ მომსახურება იწყება ემპათიით, შეიძლება სწორედ შენ გეძებთ. შენი როლი ჩვენს გუნდში: ** სტუმრების მიღება თბილი და პროფესიული დამოკიდებულებით ** აბონემენტების შეთავაზება და გაყიდვა ** ზარებზე და ონლაინ შეტყობინებებზე ყურადღებიანი პასუხი ** სისტემაში მონაცემების ზუსტი შეყვანა ** ტრენერებისა და კლასების განრიგის კოორდინაცია ** გადახდების მიღება და ფინანსური სიზუსტის დაცვა ** სივრცის ორგანიზებულობისა და წესრიგის შენარჩუნება ** წევრების შეკითხვებზე პროფესიული და ემპათიური პასუხი რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ** კომუნიკაცია, რომელიც მოდის პატივისცემიდან ** პასუხისმგებლობა, რომელიც მოდის შინაგანი გაწონასწორებულობიდან ** ორგანიზებულობა, რომელიც ქმნის სიმშვიდეს სხვებისთვის დამატებითი უპირატესობა: ** გამოცდილება ფიტნეს / ველნეს სფეროში ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ** მომხმარებელზე ორიენტირებული და ემოციურად ინტელექტუალური დამოკიდებულება რას ვთავაზობთ: ** სტაბილური ანაზღაურება + ბონუს სისტემა ** მეგობრული და მხარდამჭერი გარემო ** სივრცე პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის ** გუნდი, სადაც ურთიერთობა იწყება პატივისცემით თუ გჯერა, რომ სივრცის ატმოსფეროს ადამიანები ქმნიან მაშინ მოხარული ვიქნებით შენი გაცნობით ელ.ფოსტა: [email protected]