TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმტანი

მიმტანი

giuaani-winery Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 12h ago apply by Aug 17, 2026

Job description

" გიუაანი " მეღვინეობა ეძებს პასუხისმგებლიან და მოტივირებულ მიმტანს ჩვენს სტუმარმასპინძლობის გუნდში გასაწევრიანებლად. "გიუაანი" მეღვინეობა მდებარეობს კახეთში, სოფელ მანავში. მეღვინეობა აერთიანებს ღვინის საწარმოს, სასტუმროს, რესტორანსა და ღონისძიებების სივრცეებს. გიუაანი მასპინძლობს ღვინის დეგუსტაციებს, კორპორატიულ ღონისძიებებს, ქორწილებსა და სხვადასხვა განსაკუთრებულ დღესასწაულებს ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრებისთვის. სამუშაო მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა და პროფესიონალური მომსახურების გაწევა; ** მენიუსა და ღვინის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუმრებისთვის; ** შეკვეთების მიღება და მათი სწორად გადაცემა შესაბამის განყოფილებებში; ** კერძებისა და სასმელების დროული და ხარისხიანი მიტანა; ** სტუმრებისთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა; ** მაგიდების მომზადება და მომსახურების სივრცის მოწესრიგება; ** ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა; ** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველსაყოფად. მოთხოვნები: ** სასურველია მიმტანად მუშაობის გამოცდილება (გამოცდილება ღვინის/რესტორნის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად); ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულობა; ** კომუნიკაბელურობა და სტუმრებთან ურთიერთობის კარგი უნარი; ** სწრაფი მუშაობისა და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად); ** ინტერესი ღვინისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს მიმართ. ჩვენ გთავაზობთ: ** მუშაობას საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ მეღვინეობაში ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ღვინისა და ჰოსპიტალობის სფეროში; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** სამუშაო საათების დროს კვება ** სურვილის შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივი დაფარვა. ** ყოველდღიური ტრანსპორტირება თბილისიდან გიუაანამდე და უკან ან სურვილებისამებრ დარჩენის შესაძლებლობას ** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV მეილზე [email protected] და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდეთ: +995 593 18 88 99. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.