მიმტანი
Job description
,,Hostel Fabrika • ფაბრიკა’’ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე 2 დასვენების დღე. 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 საათი შესვენება. ძირითადი მოვალეობები: უზრუნველყოს რესტორნის სივრცის მომზადება სამუშაო დღის დასაწყისში — მაგიდების გაწყობა, ტექსტილისა და ჭურჭლის მარაგის შევსება, ტერიტორიის ვიზუალური მოწესრიგება; ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას რესტორნის მენიუს შესახებ, მათ შორის ყველა საკვების და სასმელის ინგრედიენტებზე და ალერგენებზე; დაიცვას კომპანიის უნიფორმის სტანდარტები — გამოცხადდეს სუფთად და მოწესრიგებულად, სრულად შეესაბამებოდეს ვიზუალური ეტიკეტის მოთხოვნებს; სტუმრებს მოემსახუროს სწრაფად, თავაზიანად და კომპანიის სტანდარტების სრული დაცვით; გაწეული მომსახურების შემდეგ მოიპოვოს სტუმრის უკუკავშირი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია გაუზიაროს უშუალო ხელმძღვანელს; საჭირო უნარები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; გუნდური მუშაობის უნარი; მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე; კონკურენტულ ანაზღაურებას; ჯანმრთელობის დაზღვევას; კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას; ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას; მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, „სს ნინო“-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.