TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მინიმიკროს ექსპერტი

მინიმიკროს ექსპერტი

ტერაბანკი Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 12h ago apply by Jul 31, 2026

Job description

" ტერაბანკის " ფოთის ფილიალში მინიმიკროს ექსპერტს ვეძებთ. ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ: ** გაქვს მოლაპარაკების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი ** ხარ კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული ** შეგიძლია გუნდურად მუშაობა შენი მოვალეობა იქნება: ** მინიმიკროს სეგმენტის კლიენტების მოზიდვა და მათი მომსახურება ** მინიმიკროს სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება, და გაცემა ** ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე, საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია: ** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით) ** ბიზნეს/აგრო სესხებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** ფინანსური უწყისების ანალიზი/შეფასება ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამის) ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე ** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი ** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ** ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება: მინიმიკროს ექსპერტი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2026. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება 12 თვის ვადით. ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია. ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებას!