TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მხარდაჭერის სპეციალისტი

მხარდაჭერის სპეციალისტი

Ridetech Georgia LLC საქართველოს მაშტაბით ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 01, 2026

Job description

Ridetech Georgia LLC აქტიურად ეძებს მხარდაჭერის სპეციალისტს ( Driver/User support), რომელიც შემოურთდება ჩვენს საერთაშორისო გუნდს. კომუნიკაცია ხდება ჩატით და ზარით. ქართულ და რუსულ ენაზე. უშუალო მოვალეობაა აპლიკაციის მომხმარებლების მხარდაჭერა ტექნიკური ან სხვა საჭიროებების კუთხით. თქვენი მოვალეობაა: სწრაფად უპასუხოთ მოთხოვნებს ჩათის ფორმაში. შემომავალი ზარების პასუხი . გაუწიოთ კონსულტაცია საკითხებზე, რომლებიც წარმოიქმნება მგზავრობის დროს; მოაწოდოთ ინფორმაცია დეველოპერებს და მენეჯერებს, ჩვენი სერვისების გაუმჯობესების მიზნით; ზოგჯერ მოაგვაროთ ახალი და საინტერესო საკითხები - ჩვენ მუდმივად ვიზრდებით და ვიცვლებით! სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური სამუშაო განაკვეთი: 2/2/3 09:00-21:00 (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 3 სამუშაო დღე...). აუცილებელი მოთხოვნა: რუსული ენის (B2 ან C1 დონეზე) ცოდნა. რუსული ენის გარეშე კანდიდატი არ განიხილება. აღჭურვილობა სამუშაოსთვის: რადგან დისტანციური დასაქმებაა, დაგჭირდებათ ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი, რითიც შეძლებთ მუშაობას და სტაბილური ინტერნეტ-კავშირი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების “ ღილაკის საშუალებით . მონაცემთა დამუშავების მიზანი; Ridetech Georgia LLC დაამუშავებს თქვენ პერსონალურ მონაცემებს და განაცხადში არებულ ინფორმაციას, რომელსაც გამოგვიგზავნით თქვენი დასაქმების მიზნისთვის, რათა დაკმაყოფილდეს ჩვენს დამსაქმებელ პირობებში და კრიტერიუმებში გათვალისწინებული მოთხოვნები. მონაცემთა შენახვა; შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენს სისტემაში, მანამ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება თქვენს განაცხადთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ერთი წლის ვადით, რადგან ვუზრუნველყოთ თქვენი, ჩვენი და მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესების დაცვა, ნებისმიერი დავის და სამართლებრივი პრეტენზიის შემთხვევაში. ამ პერიოდის შემდეგ, თქვენი ინფორმაცია წაიშლება. მონაცემთა შესწორებისა და წაშლის უფლებები; თუ კი, აღარ გსურთ, რომ თქვენი განაცხადი განიხილებოდეს დასაქმების შესაძლებლობებზე, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ვაკანსიიდან, რომელზეც შეტანილი გაქვთ განაცხადი, გააუქმოთ. მონაცემთა გაცემა; ჩვენ არ გავცემთ პერსონალურ ან განაცხადში არსებულ ინფორმაციას Ridetech Georgia LLC-ის და მის განყოფილებებს მიღმა.