TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მხაზველი

მხაზველი

ელემენტ ჰოლდინგი თბილისი ქართული
Posted Jul 10, 2026 14h ago apply by Aug 08, 2026

Job description

„ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს. შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს. მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა. „ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.elementholding.ge „ ელემენტ ჰოლდინგი “ აცხადებს ვაკანსიას მხაზველის პოზიციაზე. პოზიციის დასახელება: მხაზველი სამუშაო ადგილი: თბილისი ძირითადი მოვალეობები: MEP სისტემების (HVAC, წყალმომარაგება-კანალიზაცია, ხანძარქრობა, ელექტროობა, სახანძრო ვენტილაცია) სამუშაო და აღსრულებითი (As-Built) ნახაზების მომზადება. არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და სხვა საინჟინრო დისციპლინებთან MEP სისტემების კოორდინაცია, პრობლემის გამოვლენა და აღმოფხვრა. ობიექტის ინჟინრებთან, საპროექტო გუნდსა და სხვა ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა საპროექტო გადაწყვეტილებების დაზუსტების მიზნით. სპეციფიკაციებისა და მასალების უწყისის (BOQ) მომზადებაში მონაწილეობა. MEP სისტემების დეტალური 2D ნახაზებისა და 3D BIM მოდელების შექმნა და განახლება (AutoCAD, Revit, ArchiCAD), მოდელების კოორდინაცია და ოპტიმიზაცია. საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებების მართვა, რევიზიების აღრიცხვა და საპროექტო დოკუმენტბრუნვის პროცესში მონაწილეობა. MEP სისტემების გეგმების, სქემატური ნახაზების, ჭრილებისა და აქსონომეტრიული ნახაზების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი ტექნიკური განათლება არქიტექტურის, სამოქალაქო მშენებლობის ან შესაბამის საინჟინრო მიმართულებით. მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება. AutoCAD-ის პროფესიულ დონეზე ფლობა; სასურველია Revit-ის ან/და ArchiCAD-ის ცოდნა. საპროექტო სტანდარტების (ISO/GOST/საქართველოს სამშენებლო ნორმები) ცოდნა MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა ობიექტზე აზომვითი სამუშაოების ჩატარების გამოცდილება. უნარ-ჩვევები: ობიეტზე/სამშენებლო მოედანზე წამოჭრილი ამოცანების სწრაფად აღქმის და ნახაზში ასახვის უნარი. კომუნიკაბელურობა; ორგანიზებულობა; ინიციატურობა; დეტალებზე ორიენტირებული. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); FitPass; ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; კომფორტულ სამუშაო გარემოს; მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. სამუშაო პირობები: სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:00-დან 18:00-მდე (დღეში 1 საათი შესვენება); ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : [email protected] 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ ჰოლდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!