TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერი

მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერი

არქი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 1h ago apply by Jul 16, 2026

Job description

კომპანია " არქი ", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქი"-ში ვეძებთ მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** მობინადრეთა კმაყოფილების, ლოიალობისა და პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველყოფა. ** მობინადრეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა; ** უკუკავშირის შეგროვება, მათი საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება, შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება. ** მობინადრეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ; ** მობინადრეებისგან შემოსული სატელეფონო ზარების, წერილობითი მიმართვებისა და სხვა სახის შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა და შესაბამისი და დროული რეაგირება; ** მობინადრეთა შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა; ** მობინადრეებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; ** სამეზობლოს ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმების მართვა; ** საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის სერვისების კოორდინირება და ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა; ** მოვლა-პატრონობის სერვისებთან დაკავშირებული გადახდების მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და მობინადრეებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში; ** პორტფელში არსებულ ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 16 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.