მოძრავი მერჩენდაიზერი
Job description
კომპანია " არგვეთია ერთი ", რომლის მიმართულება არის იმპორტი (ევროპული პროდუქცია) და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით, დაფუძნდა 2019 წელს. "არგვეთია ერთი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე. პოზიციის მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში სრული 5 დღე (დასვენების დღეები შერჩევით) სახელფასო სისტემა: ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან გამომდინარე / 1100 ლარი + ბონუსი (100 - 1000 ლარამდე) განიხილება: სამედიცინო დაზღვევა კომპანია გთავაზობთ განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივას; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის სხვადასხვა ფილიალებში რეგულარული ვიზიტების განხორციელება; ** პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ვიზუალური პრეზენტაციის უზრუნველყოფა; ** მარაგების (ინვენტარის) კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი; ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დამატებითი შეკვეთების ინიცირება; ** გაყიდვების პროცესში მხარდაჭერა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ** კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების დაკვირვება; ** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ენერგიულობა. დამატებითი ინფორმაცია: კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: ** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა; ** გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] , [email protected] და გთხოვთ, სათაურის "subject" ველში მიუთითეთ "მერჩენდაიზერი". განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 7 აგვისტო 2026 წელი . გისურვებთ წარმატებას!