TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე

მოლარე

ლაზიკა კაპიტალი ბათუმი ქართული
Posted Jul 28, 2026 12h ago apply by Aug 26, 2026

Job description

საქართველოში წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალი" ეძებს აქტიურ და მოტივირებულ თანამშრომლებს მოლარის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში. მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; მოლარედ მუშაობის გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი. პიროვნული უნარები: პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; კომუნიკაბელურობა; ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობის უნარი. ძირითადი მოვალეობები: აწარმოებს ფულადი შეტანების მიღებას და სასესხო თანხების გაცემას ორგანიზაციის კლიენტებისაგან; პასუხისმგებელია ფულადი გასავლების და შენატანების პროგრამულ ავტორიზაციაზე; პასუხისმგებელია საინკასაციო თანხების ზუსტ აღრიცხვაზე; ახორციელებს საინკასაციო თანხების უსაფრთხოდ მიღებასა და ჩაბარებას; პასუხისმგებელია ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმებაზე; ყველა ოპერაციას აღრიცხავს დროულად, ზუსტად მოქმედი შიდა პროცედურების შესაბამისად; ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ითვლის სალაროში არსებულ ფულს და ადარებს მას პროგრამულ მაჩვენებლებთან; საჭიროების შემთხვევაში კლიენტებს უწევს კონსულტაციას და აძლევს განმარტებებს, ასევე ხელს უწყობს ორგანიზაციის პროდუქტებისა და სერვისების რეალიზაციას; კლიენტების მომსახურებისას არის თავაზიანი და კომუნიკაბელური. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.