TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე

მოლარე

ნავნე თბილისი ქართული
Posted Jul 28, 2026 12h ago apply by Aug 26, 2026

Job description

"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე "Navne Home" - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი. " ნავნე " აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (დიდი დიღომი) გრაფიკი: სრული განაკვეთი (7 საათი + 1 საათი შესვენება), 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე ანაზღაურება: 1000 ლარი + საბონუსე სისტემა. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება; სალარო ოპერაციების ზუსტი და უშეცდომო წარმოება; მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ; მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება; სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა; მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სალაროსთან მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები და უნარები: კომუნიკაბელურობა; ორგანიზებულობა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; პუნქტუალურობა; გუნდური მუშაობა; დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.