მოლარე
Job description
რესტორანი "Nasimi" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, კომუნიკაბელური და გსურს სტაბილურ გარემოში მუშაობა, შემოგვიერთდი! ლოკაცია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 116 გრაფიკი: კვირაში 6 დღე | 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 საათიანი შესვენებით. ანაზღაურება: საათობრივი ძირითადი მოვალეობები: ** სალარო ოპერაციების განხორციელება; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება; ** სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ** ონლაინ შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამისი კონტროლი; ** სტუმრების თავაზიანი და ეფექტური მომსახურება; ** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ყურადღება დეტალების მიმართ. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** მეგობრულ გუნდს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. "Nasimi" არის აღმოსავლურ სამზარეულოზე ორიენტირებული რესტორანი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის, გემრიელ კერძებს. ჩვენთვის ხარისხი, ავთენტური გემო და საუკეთესო მომსახურება მთავარი პრიორიტეტებია. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected] . ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება-მოლარე. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 337730 - რესტორანი "ნასიმი" გთხოვთ, ვაკანსიაზე მოგვმართონ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25.08.2026