მოლარე-კონსულტანტი
Job description
ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზია ეძებს 23-დან 35 წლამდე გოგონას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #51ა სამუშაო გრაფიკი: 11:30-22:30 (2 დღე მუშაობა-2 დღე დასვენება) ანაზღაურება: დღიურად 60 ლარი (ხელზე) ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ლუდის ჩამოსხმა; ** სალაროსთან მუშაობა და გადახდების მიღება; ** პროდუქციის თაროებზე სწორად განთავსება და მარაგების კონტროლი; ** ფასების იარლიყების სწორად განთავსება; ** მაღაზიის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; ** კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სალარო პროგრამა Optimo-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** რომელიმე უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა. დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შეავსეთ განაცხადი: https://forms.gle/CegNBqUBxxwMqoux6 სააპლიკაციო ფორმის შევსებით ან რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.