TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე-კონსულტანტი

მოლარე-კონსულტანტი

კომფო დიზაინი თბილისი ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 02, 2026

Job description

შპს კომფო დიზაინი აცხადებს ვაკანსიას ავეჯის, განათებისა და აქსესუარების მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილმდებარეობა: 1) თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას 22, ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა; 2) თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N68. (კანდიდატს მოუწევს მუშაობა ორივე ფილიალში, დადგენილი გრაფიკის მიხედვით). აუცილებელი მოთხოვნები: აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; დახვეწილი მეტყველება; თავაზიანობა; საოფისე პროგრამების ცოდნა; პრიორიტეტად ჩაითვლება ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში; სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია; უზრუნველყოს საქონლის საკმარისი რაოდენობით არსებობა დარბაზში; გაითვალისწინოს მომხმარებელთა აზრი პროდუქციასთან/მომსახურებასთნ დაკავშირებით და ინფორმაცია მიაწოდოს მენეჯერს; ნაღდი და უნაღდო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება; სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება; მომხმარებლებთან ონლაინ კომუნიკაცია; შეკვეთების პროგრამული გაფორმება; ფილიალის სატელეფონი ზარებზე პასუხი; ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ საბონუსე სისტემას; კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას; სრული სამუშაო გრაფიკი, კვირაში 2 დასვენების დღე. სამუშაო საათები 11:00-დან 19:00-მდე დიღმის ფილიალში და 11:00-დან 20:00-მდე ჰუალინგის ფილიალში ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან. დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე [email protected] და გამოგზავნისას მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მოლარე კონსულტანტი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.