მოლარე-კონსულტანტი
Job description
შპს " ოლივანდერ ჯგუფი " ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ ჯგუფი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული თუ შენ: ** გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია; ** ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური; ** შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი; ** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას. მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა! სამუშაოს აღწერა: ** მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ; ** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა; ** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; ** პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება; ** სალარო ოპერაციების განხორციელება; ** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლიანობა; ** ფილმებისა და ანიმაციების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება. ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი-950 ლარი პლუს ბონუსი ვაკანტური ადგილები: მანგა მანია (აქსის თაუერსი) განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 09:45 - 16:00 სთ ან 16:00- 22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (09:45-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით) სხვა ბენეფიტები: ** 30 %-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში; ** ფიტპასი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: OllivanderGroup HR