მოლარე-კონსულტანტი
Job description
შპს "ბაიკლენდი" მოტობიზნესში დღეს-დღეობით ყველაზე წარმატებული და მზარდი კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეიონში. იგი ბაზარზე წარმოდგენილია 2014 წლიდან და არის მოტო ტექნიკის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერი, როგორებიცაა: MV AGUSTA, BENELLI, KEEWAY, QOODER, ITALJET, KAYO, RIEJU, TGB, და ა.შ. "ბაიკლენდი" მომხმარებლებს სთავაზობს მოტოციკლეტების, კვადროციკლების, სკუტერების და ასევე სრული ეკიპირების, აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე - კონსულტანტის პოზიციაზე, მოტოციკლეტების სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების გაყიდვების მიმართულებით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლების მიღება, საჭიროებების დადგენა, კონსულტაცია და მომსახურება. ** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა / დემონსტრირება. ** შოურუმში განთავსებული პროდუქციის კონტროლი. ** შოურუმში განთავსებული და მის პასუხისმგებლობაში არსებული კონკრეტული კატეგორიის პროდუქციის მოთხოვნა-გახარჯვის კონტროლი და ასევე ამ პროდუქციის ნაშთების სისწორეზე მუდმივი ზრუნვა. ** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია/აღწერაში მონაწილეობა. ** ასორტიმენტთან დაკავშირებული წინანდადებების წარდგენა. ** პროდუქციის გაყიდვა ** სალარო ოპერაციების წარმოება ** სალარო აპარატთან, საბანკო ტერმინალთან და ნაღდ ფულთან მუშაობა ** განხორციელებული სალარო ოპერაციების და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა. ** ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით; ** სამუშაო გამოცდილება სალაროს მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების ფლობა. კომპეტენცია და უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** ორგანიზებულობა ** პუნქტუალურობა ** შედეგებზე ორიენტირებულობა ** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა ** გუნდური მუშაობის უნარი დამატებითი ინფორმაცია: ** გამოსაცდელი პერიოდი 2 თვე. ** ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1100 ლარი (ხელზე ასაღები). გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ - შეთანხმებით, ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი; ** სამუშაო გრაფიკი: სრული; ** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე - კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.