TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე-კონსულტანტი

მოლარე-კონსულტანტი

აი სი არ თრეიდი ბათუმი ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი. ,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში. ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თვითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში. სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება. მიმდინარედ ვაკანტური ლოკაციის ჩამონათვალი: ქ. ბათუმი მის: გამსახურდია-მელაშვილის 15/26 ქუჩა, მაღაზია "სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა"; მის: გამსახურდია-მელაშვილის 17/29 ქუჩა, მაღაზია "რიფლეი"; სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი", მის: ლეხ და მარია კაჩენსკების 1, მაღაზია "კორსო იტალია". ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა; მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა; მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება; ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა; პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად; სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა; სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; გუნდური მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა. ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება -1100-1200 (ხელზე ასაღები თანხა, ფიქსირებული+ბონუსის საშუალო მოცულობა) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://icrtrade.selfrecruit.ge/s/t8cYy