მოლარე-კონსულტანტი
Job description
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. რას გთავაზობთ? ძირითადი პირობები: ** სამუშაო ადგილი: კედიას ქ.3; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; ** ანაზღაურება: მზარდი, საწყის ეტაპზე 1100 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ანაზღაურებადი სტაჟირება; ** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება. რა დაგევალებათ? ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სალარო პროგრამაში მუშაობა; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება; ** მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა. რას ველით თქვენგან? ძირითადი მოთხოვნები: ** აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; ** მომხმარებელთან გულისხმიერი კომუნიკაციის სურვილი და უნარი; როგორ მოხვდეთ ჩვენთან? შერჩევის ვადა და ეტაპები: რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 30 აგვისტოს ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად. ** რეზიუმეების გადარჩევა; ** გასაუბრება ოფისში; ** ანაზღაურებადი სტაჟირება. დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი". ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!