მოლარე-კონსულტანტი
Job description
Fami Group Georgia აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტ ის პოზიციაზე ლოკაცია: თბილისი მოლის მიმდებარედ. დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი პოზიციის მიზანი: გაყიდვების კონსულტანტი პასუხისმგებელია მაღაზიაში მომხმარებელთა მომსახურებაზე, პროდუქციის რეალიზაციაზე და სალაროს ოპერაციებზე, მაღალი ხარისხის სერვისის სტანდარტების დაცვით. ძირითადი მოვალეობები: მაღაზიის დროულად გახსნა და დახურვა; მომხმარებლის კონსულტაცია და დახმარება პროდუქტის შერჩევაში; გაყიდვების განხორციელება და სალაროს ოპერაციების შესრულება; ნაღდი და უნაღდო გადახდების მიღება; პროდუქციის განთავსება, შევსება და ფასების განახლება; სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა სავაჭრო დარბაზში; ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება (Z-რეპორტი); მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა; მოქმედი აქციებისა და ფასდაკლებების შეთავაზება მომხმარებლებისთვის; შიდა სტანდარტების, შრომის დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების დაცვა. საჭირო უნარები და კვალიფიკაცია: საშუალო ან პროფესიული განათლება (უმაღლესი სასურველია); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ქართული და ინგლისური (სასურველია) ენების ცოდნა; საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, 1C); გუნდურად მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სისუფთავე და დეტალებზე ყურადღება; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და პოზიტიური დამოკიდებულება. კომპანია გთავაზობთ: მეგობრულ სამუშაო გარემოს; პროფესიულ განვითარებას; სტაბილურ დასაქმებას საერთაშორისო ბრენდთან; კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, სამუშაოს დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში არის გამოსაცდელი ვადა, აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს (ხელზე ასაღები). დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577158830