მოლარე-კონსულტანტი - ნახევარი განაკვეთი
Job description
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე (ნახევარ განაკვეთზე) თბილისი მოლის ფილიალში. რას გთავაზობთ ჩვენ: ** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში; ** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე. სამუშაო განრიგი: ** კვირაში 25 სამუშაო საათი; ** 5 სამუშაო დღე (2 დასვენების დღე). ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება; ** აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და ნაშთების კონტროლი; ** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება; ** სალარო ოპერაციების შესრულება; ** საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: ** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში; ** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე გთხოვთ გაითვალისწინოთ: რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.