TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მოლარე-ოპერატორი

მოლარე-ოპერატორი

გორგია ქუთაისი ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 13, 2026

Job description

" გორგიას " შვილობილი კომპანია " ავტო ინვესტი " აცხადებს ვაკანსიას მოლარე - ოპერატორის პოზიციაზე, ქუთაისის ფილიალში. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ფუნქცია- მოვალეობები: ფინანსური ოპერაციების სწორი პროგრამული ასახვა; სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მართებული მოხმარება; გაყიდული პროდუქტის სწორად გაცემის კონტროლი; სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, რეალიზაციების გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; პიროვნული უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა; კუმუნიკაბელურობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებას!