მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
Job description
საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში. მისამართი: ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზირი, 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა" სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ცვლების პრინციპი (09:00-16:00/16:00-23:00) ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების პერსპექტივა სამუშაო აღწერილობა: კომპანიის უცხოენოვან პარტნიორებთან/ფილიალებთან/მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ზარების მიღება, საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება; პარტნიორ კომპანიებსა და შიდა ქსელის ოპერატორებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება. მოთხოვნები: გამოცდილება მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/WYkNA2je ინტელიექსპრესი გისურვებთ წარმატებას!