მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
Job description
" Nomio " არის სამოგზაურო eSIM პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს მობილური ინტერნეტით სარგებლობას 200-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს. ჩვენ ვეძებთ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტს , რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის სწრაფ, ეფექტურ და პროფესიონალურ დახმარებას. მდებარეობა: ჰიბრიდული ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა პირდაპირი ონლაინ კომუნიკაციის საშუალებით; ** eSIM-ის ინსტალაციის, აქტივაციისა და გამოყენების პროცესში მომხმარებლების დახმარება; ** მომხმარებელთა ტექნიკური და საოპერაციო საკითხების იდენტიფიცირება და დროული გადაწყვეტა; ** საჭიროების შემთხვევაში საკითხების შესაბამის გუნდებთან გადამისამართება და მათი შესრულების მონიტორინგი; ** მომხმარებელთა უკუკავშირის დამუშავება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების გაზიარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია მომხმარებელთა მხარდაჭერის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სავალდებულოა); ** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და ახალი სისტემების სწრაფად ათვისების უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected]