TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი - TKT.ge

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი - TKT.ge

tnet Georgia Hybrid ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

შემოუერთდი " TNET "-ის ციფრულ ეკოსისტემას TKT Customer Support Specialist -ის პოზიციაზე! https://www.tnet.ge/ სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა; სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული. შენი როლი "თინეთში": ** მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება პროცედურულად გაწერილი სტანდარტების დაცვით; ** შემომავალ ზარზე პასუხი და გამავალი ზარის განხორციელება მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში; ** ელ.ფოსტასა და სხვა საკომუნიკაციო წყაროებიდან შემომავალ შეტყობინებებზე რეაგირება, პასუხი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური დახმარება; ** პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველა შესაძლო ალტერნატივის მოძიება, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გადაწყვეტილების/ალტერნატივის შეთავაზება; ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ: ** გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; ** ფლობ საოფისე პროგრამების; ** ფლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე. "თინეთში" დაგხვდება: ** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა; ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი; ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები; ** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება; ** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის; ** მოქნილი სამუშაო გარემო. თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: [email protected] პერსონალური მონაცემების დაცვა: შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: ** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: [email protected] ** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა: შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.