მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
Job description
მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი (CSR) ** სამუშაოს განაკვეთი: სრული (ცვლაში მუშაობა) / ნახევარი განაკვეთი ** მდებარეობა: თბილისი ** გამოცდილება: არ მოითხოვება ** ანაზღაურება: 1200 ₾ " K•Call " — პირველი 24/7 აუთსორს კონტაქტ ცენტრი საქართველოში ვინ ვართ ჩვენ? "K•Call" არის საქართველოში პირველი 24/7 აუთსორს კონტაქტ ცენტრი, რომელიც თანამშრომლობს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან სხვადასხვა ინდუსტრიაში — ფინანსები, ავიაცია, ჯანდაცვა, რითეილი, ტექნოლოგიები და სხვა. ჩვენ ვმართავთ მომხმარებელთან კომუნიკაციას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში: ** სატელეფონო ზარები ** ჩატი და სოციალური ქსელები ** ელფოსტა ** მრავალენოვანი მხარდაჭერა აქ შენ არ იქნები უბრალოდ ოპერატორი — შენ იქნები ბრენდის ხმა მომხმარებელთან. ძირითადი მოვალეობები: ** პარტნიორი კომპანიების პროდუქტისა და მომსახურების შესწავლა ** შემოსული ზარების მიღება და კვალიფიციური კონსულტაციის მიწოდება ** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება ** სოციალური ქსელებიდან შეტყობინებებისა და კომენტარების დამუშავება ** CRM სისტემაში მომხმარებელთა შემთხვევების დაფიქსირება ** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მომსახურების შეთავაზება ** მომხმარებელთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება ენობრივი მოთხოვნა: ** ქართული ენის თავისუფლად ცოდნა — სავალდებულო ** ინგლისური ან/და რუსული ენის თავისუფლად ცოდნა — სავალდებულო ** დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად საჭირო ცოდნა და უნარები: ** პროფესიული და გამართული კომუნიკაცია ** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა ** გუნდური მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა ** სწრაფი ადაპტაციის უნარი ** განვითარებაზე ორიენტირებულობა სამუშაო პირობები: ** თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. 47 ** 5 სამუშაო დღე კვირაში (ცვლებში, მათ შორის შაბათ-კვირა) ** 8 საათიანი ცვლა + 1 საათი შესვენება ** კვირაში 1 ღამის ცვლა რას გაძლევს K•Call? ** პროფესიული განვითარების მუდმივი შესაძლებლობა ** საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა ** თანამედროვე სამუშაო გარემო ** გუნდური კულტურა, სადაც შენს აზრს მნიშვნელობა აქვს ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა (Team Lead / QA / Project მიმართულებით) მზად ხარ კარიერული ნაბიჯისთვის? გამოაგზავნე CV: [email protected]