მომხმარებელთა მრჩეველი
Job description
კომპანია " ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების, Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini -ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მრჩევლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155 სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების დადგენის მიზნით; შიდა პროგრამების საშუალებით ინფორმაციის მოძიება ავტოსერვისის დატვირთულობაზე და კლიენტის ინფორმირება მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესახებ, სერვისის გუნდთან შეთანხმებით; მომხმარებლის ჩაწერა ავტოსერვისის მისაღებად, მოთხოვნის აღწერითა და ვიზიტის დროის მითითებით; მომხმარებლების გადამისამართება გუნდის წევრებთან სასურველი მომსახურების მისაღებად: კერძოდ შემოსული სტუმრის მიცილება შესაბამის პერსონალამდე და მათი მოთხოვნების/საჭიროების სრულყოფილად წარდგენა; მომხმარებლებისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევა; მომხმარებელის კონსულტირება ბრენდირებული პროდუქციისა და ავტომობილის აქსესუარების შეძენა-შერჩევაში; მომხმარებლებთან კომუნიკაციის შედეგად, მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ყველა საჭირო მონაცემის შესაბამის ბაზაში ასახვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში; ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე. პიროვნული უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; დროის მართვის უნარი; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/hDxW7yBd