მომხმარებელთან, რეესტრთან და ბანკთან ურთიერთობის მენეჯერი
Job description
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „ არქიში “ ვეძებთ მომხმარებელთან , რეესტრთან და ბანკთან ურთიერთობის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება: მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, პრობლემური საკითხების განხილვა და მათი მოგვარება; მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი; მომხმარებლის მიერ, მოთხოვნილი ბინის სქემის შემუშავების/ცვლილების კოორდინაცია ინფორმაციის მიწოდება არქიტექტორისათვის, მხარეებს შორის შეთანხმება და საბოლოო დასტურის მიღება მობინადრისგან; სხვადასხვა დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის გადახდის გრაფიკის ცვლილება; მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში; განაცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის პროგრამაში; დახარვეზებულ განცხადებებზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა; მომხმარებლის ბანკზე გადასვლის პროცესის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 28 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.