მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
Job description
კომპანია " არქი ", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქი"-ში ვეძებთ მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერს , რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: ** მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, განხილვა და მათი ეფექტურად გადაჭრა; ** მომხმარებლის მოთხოვნებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მათი დროული შესრულების მონიტორინგი; ** მომხმარებელთა კმაყოფილების, ლოიალობისა და პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველყოფა; ** მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და შეხვედრების ორგანიზება; ** მომხმარებლის მონაცემების სრულყოფილად და დროულად ასახვა მონაცემთა ბაზასა და CRM სისტემაში; ** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოებისა და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ; ** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, მათი საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება; ** მომხმარებლებისგან შემოსული სატელეფონო ზარების, წერილობითი მიმართვებისა და სხვა სახის შეტყობინებების მიღება, აღრიცხვა, მათზე დროული და ეფექტური რეაგირება; ** მომხმარებელთა მონაცემების მუდმივი განახლება, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დროული ასახვა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ჩვენ კი გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** თანამშრომლებისთვის უფასო სპორტული დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობას; ** კომპანიის დაფინანსებით ტრენინგებსა და განვითარების პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. სამუშაო დრო: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში; ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (მუშაობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ). საერთო ყოველთვიური ანაზღაურება, ბონუსის ჩათვლით, საშუალოდ 1800-2000 ლარს შეადგენს. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს სურვილი გახდე ჩვენი გუნდის წევრი, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით : http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.