TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსი

მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსი

dressup-group Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

" დრესაპ ჯგუფი " 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსს , დეტალებზე ორიენტირებულ და პროაქტიულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მონაცემების ბიზნეს ღირებულებად გარდაქმნა, პრობლემების სწრაფად აღმოჩენა და პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების დანახვა სწრაფად მზარდ e-commerce გარემოში. დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: https://dressup.selfrecruit.ge/s/DQcZq