TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

Posted Jul 17, 2026 12h ago apply by Jul 21, 2026

Job description

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით როგორიცაა: ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალმცოდნეობა; ** საფინანსო-ეკონომიკურ ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; ** Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა; ** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; ** "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის, საგადასახადო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა. ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ** საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების უზრუნველყოფა; ** საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის პროცესის უზრუნველყოფა; ** საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ** დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის/გაფრთხილების დაკისრების უზრუნველყოფა; ** საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების წესებისა და პროცედურების და აღნიშნული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების შემუშავებაში მონაწილეობა; ** თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების სათანადოდ შესრულების კონტროლი; ** მოქმედი კანონმდებლობით, შიდა რეგულაციებითა და ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება; ** დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობების შესრულება და დეპარტამენტისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 05 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] . საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს. თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: [email protected] საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.pensions.ge ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.