მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი
Job description
კომპანია " ევროპროდუქტი " ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", "Bayernland" და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან შექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 34 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად. კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის #25 სამუშაო გრაფიკი # 1: დილის ცვლა - 08:30 საათიდან 16:00 საათამდე, საღამოს ცვლა - 15:30 საათიდან 23:00 საათამდე, კვირაში 6 დღე, 1 დღე დასვენება; სამუშაო გრაფიკი # 2: 08:30 საათიდან 23:00 საათამდე, 2 დღე მუშაობა, მომდევნო 2 დღე დასვენება, თვეში 15-16 სამუშაო დღე, (თვეში 2 ღამის სმენა); საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარიდან (ხელზე ასაღები) ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ობიექტების ვიდეო მონიტორინგი; ** არსებული დარღვევების აღმოჩენა; ** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება; ** დარღვევების სისტემატიზაცია, აღწერა. აუცილებელი მოთხოვნები: კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. "ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებას!